ნავიგაციის პლატფორმის, MarineTraffic-ის ცნობით, გამთენიისას რამდენიმე გემმა ჰორმუზის სრუტეში ორივე მიმართულებით გაიარა
ნავიგაციის პლატფორმის, MarineTraffic-ის ცნობით, გამთენიისას რამდენიმე გემმა ჰორმუზის სრუტეში ორივე მიმართულებით გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ოთხმა პატარა გემმა ომანის წყლებში დაბრკოლების გარეშე გაიარა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სრუტის ჩრდილოეთით ასევე გაიარა ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავმა, თხევადი აირის ტანკერმა, TRIMMU 3-მა.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნება ყველა კომერციული გემისთვის ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში.