ნაურუს რესპუბლიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა
ნაურუს რესპუბლიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა

ნაურუს რესპუბლიკა გახდა შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩიმ განაცხდა.

ივიცა დაჩიჩის თქმით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე უკვე მეჩვიდმეტე ქვეყანამ თქვა უარი. წყნარი ოკეანის ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წლის აპრილში აღიარა.

სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან, კოსოვოს დამოუკიდებლობას 95 ქვეყანა არ აღიარებს, 93 აღიარებს ხუთი კი თავს იკავებს ან პოზიცია არ აქვს განსაზღვრული. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა.