ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

სერგეი ლავროვისა და ბარონ ვაკას მოლაპარაკებები სოჭში გაიმართა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ლავროვი და ვაკა რუსეთისა და ნაურუს ურთიერთობების განვითარებით კმაყოფილები დარჩნენ.

„შედგა შეთანხმება, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა თევზჭერის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებთან ბრძოლის და ტერორიზმის დაფინანსებას აღკვეთის კუთხით”, – ამბობენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ნაურუს ლიდერი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა.