ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება დღგ-სგან სრულად გათავისუფლდება
ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება დღგ-სგან სრულად გათავისუფლდება

ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სრულად გათავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

მოქმედი კანონით, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ ორ ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი.

ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა. უწყების ვარაუდით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შესაძლოა, 35 მილიონი ლარი დააკლდეს.