ნატო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორების დაწყებას მიესალმება
ნატო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორების დაწყებას მიესალმება

ნატო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორების დაწყებას მიესალმება. ოდესაში უკრაინის ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დონბასში კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული ნაბიჯები შეაქო და რუსეთს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ნატო ხაზს უსვამს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციაზე. კერძოდ, მან უნდა გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს უკრაინის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ლუგანსკის ოლქის სოფელ ზოლოტოედან დაპირისპირებული ძალების გაყვანის დაწყებას მიესალმება გერმანიის მთავრობაც. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა ასევე აღნიშნა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მისი გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

უკრაინის ხელისუფლებამ სოფელ ზოლოტოეში ძალების დაშორიშორების პროცესის დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა. ძალების გაყვანას მინსკის შეთანხმებები ითვალისწინებს.