ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ტრამპის მიერ ინიცირებული სქემის საშუალებით უკრაინისთვის იარაღს აშშ-ისგან ნატო-ს მოკავშირეები ყიდულობენ, ეს კარგი გარიგებაა, ამის წყალობით ამერიკელებისთვის ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება
ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, ტრამპის მიერ ინიცირებული სქემის საშუალებით უკრაინისთვის იარაღს აშშ-ისგან ნატო-ს მოკავშირეები ყიდულობენ და ეს კარგი გარიგებაა.
აღნიშნულის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა „ვაშინგტონ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უიტაკერი აცხადებს, ბაიდენის დროს უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღში ამერიკელი გადასახადების გადამხდელები იხდიდნენ ფულს, რაც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიცვალა და ახლა ნატო-ს მოკავშირეები ყიდულობენ ამერიკულ შეიარაღებას, რაც ამერიკელებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის.
მისივე თქმით, ეს კარგი გარიგებაა როგორც აშშ-ისთვის, ისე ევროპისა და უკრაინისთვისაც.
„როდესაც ჯო ბაიდენი იყო პრეზიდენტი, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები იხდიდნენ ფულს უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღში, რათა უკრაინას ეომა. არ არსებობდა იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება უკრაინასთან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი გახდა, არა მხოლოდ ვესაუბრებით პუტინს, ბაიდენისგან განსხვავებით, არამედ ევროპელი მოკავშირეები, კანადასთან ერთად, იხდიან ამ ომისთვის, ყიდულობენ რა ამერიკულ შეიარაღებას. ვხედავთ, რომ ამის წყალობით ამერიკლებისთვის ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება. ასე რომ, ეს კარგი გარიგებაა ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვისაც, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობას იღებენ, რათა უკრაინას გადასცენ. ეს კარგი გარიგებაა უკრაინისთვისაც, რადგან მათ ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ“, – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.
ამავე ინტერვიუში ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ინიცირებული სქემით აშშ-მა უკვე დააანონსა ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ოთხი პაკეტი. მისივე თქმით, ამერიკული იარაღის შესყიდვის სურვილი გამოთქვს კანადამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა.