ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების სრულ რევიზიას ახორციელებს
ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების სრულ რევიზიას ახორციელებს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელმა ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ ქვეყანა პირველ ადგილზე დაეყენებინა.
„სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფრის გადაფასებას ახდენს – იქნება ეს ჩვენი ჩართულობა ნატო-ში თუ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევის მიმართ უკრაინაში. ეს ეხება ყველაფერს, რასაც ამერიკა აკეთებს. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია, რათა ყველა ვითარებაში „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აზროვნება შემოეტანა. როგორც მთავარსარდალი, ის ამ გადაწყვეტილებების უმეტესობას იღებს. ყველაფერი განხილვის საგანია“, – აღნიშნავს უიტაკერი.