ნატო-ში აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს იკვლევენ

00:54, 16.11.2022

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც „სიენენი“ ნატო-ს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ალიანსი გავრცელებულ ცნობებს სწავლობს.

„ვიკვლევთ გავრცელებულ ცნობებს და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოკავშირე პოლონეთთან“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა „სიენენთან“ საუბრისას.

მსგავსი