ნატო-ში აცხადებენ, რომ კოსოვომ და სერბეთმა არ გადადგეს ნაბიჯები კოსოვოს ჩრდილოეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის
ნატო-ში აცხადებენ, რომ კოსოვომ და სერბეთმა არ გადადგეს ნაბიჯები კოსოვოს ჩრდილოეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, თომას გოფუსის განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა არ გადადგეს ნაბიჯები კოსოვოს ჩრდილოეთში ეთნიკური სერბების მონაწილეობით დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

„ჩვენ არ გვინახავს პროგრესი დეესკალაციის მიმართულებით. ეს საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს, ისევე როგორც ნატო-ს პერსონალის უსაფრთხოებას“, – განაცხადა თომას გოფუსმა.

მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონმა ძალიან კარგად იცის ომის ფასი და არავინ უნდა გარისკოს მშვიდობის დარღვევით.

„კოსოვოს ხალხმა და დასავლეთ ბალკანეთის მთელმა რეგიონმა ძალიან კარგად იცის ომის საშინელი ფასი. არავინ უნდა გარისკოს ევროპაში მორიგი კონფლიქტით, რომელიც ძირს უთხრის ამდენი მსხვერპლით მიღწეულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა გოფუსმა.