ნატო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში დაეხმარება
ნატო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში დაეხმარება

ნატო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში დაეხმარება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, როსარია პუგლისისს შეხვედრისას აღინიშნა.

თემურ მღებრიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია, გაერო-ს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.