ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ურთიერთობების გაღრმავებაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ურთიერთობების გაღრმავებაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მეტისს და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საუბრის მთავარი თემები იქნება ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადება, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი.