ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხუთწლიან გეგმას განიხილავენ
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხუთწლიან გეგმას განიხილავენ

ნატო-ს შტაბბინაში, 2018 წლის 25 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის დაგეგმვის კომიტეტის ფარგლებში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრა მოწვეულ პარტნიორებთან: საქართველოსთან, ფინეთსა და შვედეთთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და აქტივობები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა.  საუბარი შეეხო ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კრიზისების მართვის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

ნატო დაინტერესებულია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის განვითარებით. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ .

აღნიშნულ სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, შალვა კვინიხიძე მონაწილეობენ.