ნატო-ს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები მომავალ კვირაში დაიწყება, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს
ნატო-ს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები მომავალ კვირაში დაიწყება. სწავლებას, სახელწოდებით Steadfast Noon, ნიდერლანდები უმასპინძლებს. წვრთნებში ჩართული იქნება ავიაციის 71 ერთეული 14 ქვეყნიდან.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, წვრთნები მკაფიო გზავბილი იქნება ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, რომ „ჩვენ შეგვიძლია და დავიცავთ ყველა მოკავშირეს ყველა საფრთხისგან“.
„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან გვეხმარება უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი ბირთვული შეკავების შესაძლებლობები დარჩეს რაც შეიძლება სანდო, უსაფრთხო და ეფექტიანი“, – განაცხადა რუტემ.
ამასთან, როგორც ნატო-ს ბითვული პოლიტიკის დირექტორმა ჯიმ სტოკსმა ბრიუსელში მედიას განუცხადა, წვრთნები Steadfast Noon რუტინული ხასიათიასაა და მსოლფიოში მიმდინარე რომელიმე რეალურ მოვლენას არ უკავშირდება.
წვრთნები ძირითადად ნიდერლანდების ვოლკელის ავიაბაზაზე გაიმართება, თუმცა ასევე ჩატარებული იქნება ბელგიაში, ბრიტანეთსა და დანიაში მდებარე ავიაბაზებზე.