ნატო-ს ყოფილი ლიდერები ითხოვენ, ბრიუსელში ახალ შტაბ-ბინას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

18:08, 30.08.2018
A general view shows the new North Atlantic Council Room where heads of states will meet at the new NATO headquarters during a press tour of the facilities as NATO is moving from its old headquarters to the new building in Brussels on April 19, 2018. (Photo by Emmanuel DUNAND / AFP)        (Photo credit should read EMMANUEL DUNAND/AFP/Getty Images)

ნატო-ს ყოფილი ლიდერები ითხოვენ, ალიანსის ახალ შტაბ-ბინას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს.

შესაბამისი განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამმა ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ჯორჯ რობერტსონმა და ხავიერ სოლანამ გააკეთეს.

„ჯონ მაკკეინის სიცოცხლე და სამსახური სიმბოლურად ყველაზე უკეთ გამოხატავს ტრანსატლანტიკურ ალიანსს და იმ სარგებელს, რომელიც აშშ-ის ლიდერობას მოაქვს“, – ნათქვამი ღია წერილში, რომელსაც TIMES-ი აქვეყნებს.

„იქნება ეს თავისუფლების იდეის გავრცელება ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, თუ მრავალწახნაგოვანი საერთაშორისო წესრიგის დაცვა სკეპტიციზმის ეპოქაში, მაკკეინის საქმიანობა იყო გზამკვლევი იმ ადამიანებისთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ ტრანსატალანტიკური ერთობა არის ერთადერთი გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნების წერილში.

მათივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სათანადოდ უნდა დაუფასოს ეს შრომა სენატორ მაკკეინს და ახალ შტაბ-ბინას ბრიუსელში მისი სახელი უნდა ეწოდოს.

მსგავსი