ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის „შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიაზე“ მსჯელობენ
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის „შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიაზე“ მსჯელობენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალიანსის „შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიაზე“ მსჯელობენ.

მინისტერიალის დასკვნით დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები განიხილავენ, დამატებით რისი გაკეთებაა საჭირო ჯარების მზადყოფნის გასაძლიერებლად.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, აუცილებელია თავდაცვის დაფინანსების გაძლიერება და ალიანსის წევრები ამ კუთხით პროგრესს აჩვენებენ, თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემაა რუსეთის კონვენციური და ბირთვული რაკეტების პროგრამა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრებს საერთო პოზიცია აქვთ, რომ რუსეთმა დაარღვია „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო შეიარაღების კონტროლის და განიარაღების მომხრედ რჩება.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საბჭო მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციულ პარტნიორ ქვეყნებთან და პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებთან გამართავს შეხვედრას.

მინისტერიალში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.