ნატო-ს (NATO) თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში აშშ-ისა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა
ნატო-ს (NATO) თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში აშშ-ისა და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა

თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის შეძენა, ამერიკულ ავიაგამანადგურებელ „ეფ-35“-ის პროგრამასთან შეუთავსებელი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ ესპერმა, ბრიუსელში, თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქართან შეხვედრისას განაცხადა.

ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა ნატო-ს (NATO) თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა თქვა, რომ ესპერს და აქარს შორის გულწრფელი და გამჭვირვალე დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებში ასევე განიხილეს სირიის ომი და რეგიონული სტაბილურობის სხვა საკითხები.

ანკარაში აცხადებენ, რომ „ეს-400“-ის პირველი კომპლექსი რუსეთმა თურქეთს მიმდინარე წლის ივლისში უნდა მიაწოდოს.

აშშ და ნატო არაერთხელ გამოვიდნენ განცხადებით, რომ თურქეთის მიერ რუსული „ეს-400“-ების შესყიდვის წინააღმდეგია, რადგან ამ სისტემების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ანტისარაკეტო და საჰარეო თავდაცვით სისტემაში ინტეგრირება შეუძლებელია.