ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა
ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსსამსახური ავრცელებს.

პირველი იანვირდან სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში 4 200 თურქი სამხედრო იმსახურებს. ასევე, წარმოდგენილი იქნება თურქეთის მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანმანქანები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და ჰაუბიცები.

2021 წელს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საერთო ჯამში იმსახურებს 6 400 ჯარისკაცი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან.

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე.