ნატო-ს შტაბბინაში თურქეთისა და საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების მეოთხე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს
ნატო-ს შტაბბინაში თურქეთისა და საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების მეოთხე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ნატო-ს შტაბბინაში თურქეთის და საბერძნეთის სამხედრო დელეგაციების მეოთხე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მიზანი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ინციდენტების რისკების შემცირებისთვის საჭირო მეთოდების შემუშავებაა.

ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ, 10 სექტემბერს დაიწყო.

თურქეთს და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა სეისმური კვლევის ხომალდმა, „ორუჯ რეისმა“, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბუნებრივი რესურსების ძებნის ოპერაცია დაიწყო.