2020 წელს ნატო-ს სამიტი არ ჩატარდება. გადაწყვეტილება ლიდერებმა ლონდონში მიიღეს. ალიანსის შემდეგი სამიტი 2021 წელს გაიმართება.
„მადლიერებას გამოვხატავთ დიდი ბრიტანეთის მიმართ, რომელმაც სამიტს უმასპინძლა. შემდეგი შეხვედრა 2021 წელს იქნება“, – აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში გამართული შეხვედრა არ იყო სამიტი და ის ალიანსის 70 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა.
ნატო-ს ლიდერების სამიტი ბოლოს 2018 წელს ბრიუსელში ჩატარდა.