ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერალდ კოროლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯერალდ კონოლი მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.

„ეს შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების შესრულება სრულად და სკრუპულოზურად.

საზღვრებს გარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილური მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.