ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტად მადელინ მუნი აირჩიეს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტად მადელინ მუნი აირჩიეს

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მადელინ მუნი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ნათქვამია ასამბლეის „ტვიტერში“.

შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე სესიაზე მიიღეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე მადელინ მუნი ლიეტუვის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რასა იუკნევიჩენეს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2018 წლის მარტიდან იკავებდა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის 29 ქვეყნის წარმომადგენელი 266 დელეგატისგან შედგება. ასამბლეის მორიგი სესია 2019 წლის ოქტომბერში ლონდონში გაიმართება.