ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა, რომლებსაც იდენტური პრობლემები აწუხებთ, ერთობლივი პოზიციებით წარდგეს ყველა შეხვედრაზე.

„უკრაინა, ჩვენთან ერთად, შეჯერებულად ახდენს ჩვენი საერთო ინტერესების დაცვას ოკუპანტებთან მიმართებაში. აქ არის მკაფიო მხარდაჭერა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით.