ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსანი - რუსეთის სახმელეთო ძალები ახლა უფრო დიდია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე იყო, მაგრამ მათი ხარისხი გაუარესებულია
ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსანი - რუსეთის სახმელეთო ძალები ახლა უფრო დიდია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე იყო, მაგრამ მათი ხარისხი გაუარესებულია

რუსეთის სახმელეთო ძალები ახლა უფრო დიდია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე იყო, მაგრამ მათი ხარისხი გაუარესებულია, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.

„ამ ძალების ხარისხი დაეცა. ამჟამად რუსები აღარ წარმოადგენენ ისეთ საფრთხეს, როგორც 2022 წლის თებერვალში, ამიტომ ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად“, – განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.

როგორც მან აღნიშნა, დროა, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციები გაიზარდოს.