ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ

ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გრძელდება. როგორც გუშინ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის 178-ე სხდომის გახსნაზე გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, დღეს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება.

„გაიმართება უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრა, რომელთა წარმომადგენლებიც მოგვაწოდებენ ინფორმაციას რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა.

პაველის თქმით, ამ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული დახმარების ნაბიჯები განიხილება.

ამასთან, პაველის თქმით, NATO მოუწოდებს პარტნიორებს, გაატარონ რეფორმები, რათა სამხედრო შესაძლებლობები უზრუნველყოფილი იყოს.

„ჩვენ განვიხილავთ NATO-ს პერსპექტივას, გააფართოვოს შესაძლებლობები და უზრუნველყოს სტაბილურობა მეზობელ რეგიონებშიც. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი პარტნიორები. სამხედრო გარდაქმნების გარდა, მათ უნდა უზრუნველყონ სანდო საკანონმდებლო ბაზა, ასევე ეკონომიკური პირობები უნდა იყოს შესაბამისი, რათა ამან სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

დატოვე კომენტარი