ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და კაროლ ნავროცკის შეხვედრა გაიმართა
ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდა.
„ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი საუბარი იყო. ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. ჩვენი ერთი საერთო საფრთხე რუსეთია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ურთიერთგაგება, მხარდაჭერა და ვიმოქმედოთ ერთად. ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ მტკიცე ურთიერთობები სჭირდებათ. შევთანხმდით, რომ დიალოგს გავაგრძელებთ“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ სახელი უწოდა.
„უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.