ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი – ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

16:54, 09.06.2025

უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნებში, რითიც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში.

„ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორებიცაა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), საქართველო აგრძელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი