ნატო-ს პრესსპიკერი – რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის უგუნური ქცევის

21:48, 19.09.2025

ნატო რუსეთს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აკრიტიკებს და მომხდარს „უგუნურ ქმედებად“ აფასებს.

აღნიშნულის შესახებ ნატო-ს პრესსპირკერმა, ალისონ ჰარტიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ნატო-მ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გადაუჭრა გზა რუსულ თვითმფრინავებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის უგუნური ქცევისა და ნატო-ს შესაძლებლობების, უპასუხოს მას“, – დაწერა ნატო-ს პრესსპირკერმა ალისონ ჰარტიმ.

მსგავსი