ნატო-ს პრესსამსახური იენს სტოლტენებრგისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ნატო-ს პრესსამსახური იენს სტოლტენებრგისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნატო-ს პრესსამსახური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენებრგისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ნატოს შტაბ-ბინაში აღნიშნავენ, ეს სტოლტენბერგმა და ბურჭულაძეს შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრს წლების განმავლობაში ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი არსებითი წვლილისთვის. ის მიესალმა საქართველოს ფოკუსს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს.

იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამიტის შედეგების განიხილეს, რომელზეც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ღია კარის პოლიტიკისადმი ნატო-ს უცვლელი ვალდებულება.

ამას გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განიხილეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. აზრთა გაცვლის დროს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის სრული მხარდაჭერა.

დატოვე კომენტარი