ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს
ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს

ნატო-ს  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს.

მისიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც, მაზარ ე-შარიფში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზაზე აშენებული ეკლესიაა ნაჩვენები.

„ქართველი ჯარისკაცები მაზარ ე-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალში“, საკუთარი ხელით აშენებულ. ავღანეთში ერთადერთ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას ყოველდღე ესწრებიან და თანამებრძოლებისთვის ლოცულობენ”, – ნათქვამია მისიის Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ ჩანაწერში.

ვიდეოში ეკლესიაში, წირვაზე მისული ჯარისკაცები საუბრობენ. მათი თქმით, ეკლესია მათ თავად ააშენეს.

მშენებლობაში ქართველ მებრძოლებს გერმანელებიც დაეხმარნენ. როგორც ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცები ამბობენ, ამ ეკლესიაში ავღანეთში საპატრულო მისიით მყოფი ჯარისკაცებისთვის ყოველდღე ლოცულობენ, რათა მათ დავალებული ამოცანა შეასრულონ და ბაზაზე დაბრუნდნენ.

დატოვე კომენტარი