ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტის ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა
ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტის ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი წლის სამიტს ბრიუსელი უმასპინძლებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2018 წლის სამიტის ლოგოს პრეზენტაცია გახსნა. პრეზენტაციას ბელგიის პრემიერთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.

ლოგოზე დატანილია ორგანიზაციის ემბლემა, ალიანსის ახალი შენობის ელემენტები, რომლებიც ნატო-ს სიძლიერის, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს და ბელგიის დროშის სამი ფერი.

„უკვე 50 წელია, რაც ბელგია ნატო-ს მასპინძელია. მინდა, წლების განმავლობაში მასპინძლობისა და სითბოსთვის მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბელგიას, ბელგიელ ხალხს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს სამიტი 2018 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. ბრიუსელში ორგანიზაციის ახალი შტაბ-ბინა, რომლის აშენებაც ერთი მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, 2017 წელს გაიხსნა. ახალმა შენობაში პირველი მინისამიტი 2017 წლის 25 მაისს გაიმართა.