ნატო-ს სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება
ნატო-ს სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება

ნატო-ს ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაავრცელა.

მისი თქმით, სამიტზე გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატო 2030-ის დღის წესრიგზე.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გავაძლიეროთ ნატო, როგორც გამოხატულება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირისა. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ ნატო 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს. რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, – ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.