ნატო-ს კომუნიკე - მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომლებიც საქართველომ განახორციელა, ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად
ნატო-ს კომუნიკე - მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომლებიც საქართველომ განახორციელა, ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად

ბრიუსელში ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველომ განახორციელა.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

გარდა ამისა, გამოხატულია მზაობა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაზრდაზე.

„ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომელიც საქართველომ განახორციელა და უნდა განაგრძოს, და რაც დაეხმარა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში, ალიანსთან ურთიერთქმედებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდ დესტაბილიზაციურ ქმედებებზე საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად.  ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მდგარდობის გაზრდით, ტრენინგების, წვრთნებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, – აღნიშნულია კომუნიკეში.