ნატო-ს ხომალდი შავ ზღვაში შევიდა
ნატო-ს ხომალდი შავ ზღვაში შევიდა

ნატო-ს ხომალდი შავ ზღვაში შევიდა.

ბოსფორის სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის სრუტეები ესპანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვილმა ფრეგატმა, „კრისტობალ კოლონმა“ გაიარა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეორე მუდმივი საზღვაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის.

შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდის შესვლას რუსეთის ხელისუფლება გამოეხმაურა. მოსკოვში ამბობენ, რომ ალიანსის ფრეგატს რუსი სამხედროები აკვირდებიან.