ნატო-ს ჯარების წარმომადგენელს, რომელიც ფოთის ნავსადგურში ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
ნატო-ს ჯარების წარმომადგენელს, რომელიც ფოთის ნავსადგურში ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

თურქეთის მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფოთში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ის ნატო-ს ჯარების წარმომადგენელია, რომელიც ფოთის ნავსადგურში ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

„31 აგვისტოს შედგა საზღვაო ნავსადგურში შეხვედრა ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მას ეს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელი. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე თვითიზოლაციაშია. დღეისათვის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.