ნატო-ს გენმდივანმა თურქეთის პრეზიდენტს დაურეკა და ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა
ნატო-ს გენმდივანმა თურქეთის პრეზიდენტს დაურეკა და ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღან​ს პირადად დაურეკა, რათა კიდევ ერთხელ მოეხადა ბოდიში ნატო-ს წვრთნის დროს მომხდარი ინციდენტის გამო.

ეს უკვე მეორე ბოდიშია, რომელსაც ერდოღანი იღებს, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ბოდიში საკმარისი არ არის.

გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია. ამის მიზეზი თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის სტენდზე განთავსებული პორტრეტები გახდა, რომელიც ნორვეგიელმა სამხედრომ შეცდომით სწავლებისთვის განკუთვნილ პოლიგონზე „მტრების“ კატეგორიაში განათავსა.

ინციდენტის გამო, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ანკარას ბოდიში მოუხადა. ნორვეგიელი სამხედრო კი, არმიიდან გარიცხეს.