ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს სხდომის გამართვისკენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოუწოდა, თუმცა დადებით პასუხი ჯერ არ მიუღია.

გენერალური მდივანი საბჭოზე განხილვის ერთ-ერთ შესაძლო მთავარ თემად სამხედრო მანევრების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ასახელებს, რათა მხარეებმა თავიდან აიცილონ გაუგებრობა და შესაძლო ესკალაცია. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა სამხედრო საქმიანობაში გამჭირვალობის საკითხზე საუბარიც.

ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის ივლისში გაიმართა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ცივი ომის დასრულების დროინდელ ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო დიალოგი დაძაბულობის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.