ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე საექსპერტო ჯგუფის წევრები წარადგინა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე საექსპერტო ჯგუფის წევრები წარადგინა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე საექსპერტო ჯგუფის წევრები წარადგინა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება. ჯგუფში ხუთი მამაკაცი და ხუთი ქალი იქნება. ჯგუფის თავმჯდომარე, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი თომას და მაზიერი იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იქნება, აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის ყოფილი თანაშემწე უეს მითჩელი.

ნატო-ს მომავალ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნა ალიანსის ლიდერებმა ლონდონის სამიტზე გადაწყვიტეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნატო-ს ტვინი სიკვდილის განიცდის“.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ წარადგინა. აღნიშნული შეხვედრა ონლაინ რეჟიმში პირველ და 2 აპრილს გაიმართება.