ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე - ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია, ჩვენ ამას ვცემთ პატივს
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე - ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია, ჩვენ ამას ვცემთ პატივს

არ არსებობს გზა, რომლითაც ერთი ქვეყანა იტყვის, მე არ მინდა სხვა ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-შიო, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ასეთ უფლებებს, მათ შორის არც რუსეთისას, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს საერთაშორისო ინსტრუმენტები. მე ერთ მაგალითს მოვიყვან – ეს ჰელსინკის დეკლარაციაა, რომლის ნაწილიც არის რუსეთი, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირი იყო. ეს დეკლარაცია მოიცავს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს და სხვა დოკუმენტებიც ამბობენ, რომ ქვეყნების სუვერენული უფლებაა, გაწევრიანდებიან ისინი ნატო-ში თუ არა, გააფორმებენ თუ არა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეთანხმებებს. არ არსებობს გზა, რომლითაც ერთი ქვეყანა იტყვის, მე არ მინდა სხვა ქვეყანა გაწევრიანდესო. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ასეთ უფლებებს, მათ შორის არც რუსეთისას, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა. როგორც ვიცი ნატო-ში გაწევრიანების სურვილი საქართველომ კონსტიტუციაშიც ასახა. ეს ქართველი ხალხის არჩევანია – ჩვენ ამას ვცემთ პატივს“,- განაცხადა თაქან ილდემმა.