ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ნატო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვისa და უსაფრთხოების საკითხები იყო.

შეხვედრამ დოლმაბაჰჩეს სასახლეში ერთ საათს გასტანა და მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ესწრებოდნენ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ცალკე შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციით და ქურთების მიერ დაკავებული რადიკალი ისლამისტების ციხეებიდან გასვლის საფრთხესთან დაკავშირებით. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს და დანარჩენ ალიანსს „ისლამური სახელმწიფოს“ სახით საერთო მტერი ჰყავს და დაკავებულ ჯიჰადისტებს გაქცევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ.