ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად არის
ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად არის

ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად არის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ის ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა.

„განსაკუთრებით რთულ დროს მნიშვნელოვანია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, რა პირობებია აუცილებელი, რათა პუტინს პირისპირ შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ნატო-სა და რუსეთის მოლაპარაკებები პრობლემას არ შექმნის“.