ნატო-ს გენერალური მდივანი - ჩინეთი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს
ნატო-ს გენერალური მდივანი - ჩინეთი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი ალიანსის წევრი სახელმწიფოების ღირებულებებს არ იზიარებს და შეიარაღებაში სოლიდურ თანხებს აბანდებს.

სტოლტენბერგის თქმით, ამ გამოწვევას მოკავშირეები ერთად უნდა გაუმკლავდნენ. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინა პრესკონფეერნციაზე გააკეთა.

„ჩინეთი დიდ ფულს აბანდებს ახლა შეიარაღებაში. ის გვიახლოვდება, არქტიკიდან აფრიკამდე და ჩვენს ინფრასტრუქტურაში ინვესტიცებს აგრძელებს. ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ის არ სცემს პატივს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ცდილობს სხვა ქვეყნებზე ზეწოლას. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ისევე როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა, ისე ერთ საერთო მოსაზრებების მქონე სახელმწიფოებმა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.