ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილე - შავი ზღვა ნატო-სთვის უკვე პრიორიტეტია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილე - შავი ზღვა ნატო-სთვის უკვე პრიორიტეტია

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის მოადგილე და ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი აცხადებს, რომ შავი ზღვა ნატო-სთვის უკვე პრიორიტეტია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მე მჯერა, რომ ნატო-ს ქმედებები შავ ზღვაში სათანადო პასუხია რუსეთის მისამართით, რადგან ნატო და საქართველო ერთ მხარეს არიან. ჩვენ გვყავს თავისუფალი მოკავშირე ქვეყნები შავი ზღვის ირგვლივ. ნატო-ს შეუძლია, ნებისმიერ ადგილზე წავიდეს, სადაც მისი მისვლა არის კანონიერი და ვერავინ აგვიკრძალავს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მესიჯია მათთვის, ვისაც ამის მოსმენა უნდა. შავი ზღვა ნატო-სთვის უკვე პრიორიტეტია“, – განაცხადა ჰერვე ბლეჟანიმ.

ვიცე-ადმირალის განმარტებით, ნატო-ს გაანალიზებისა და რისკებზე სათანადო პასუხის გარეშე რუსეთი ვერ გააკეთებს იმას, რაც უნდა.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ზრდის თავის შესაძლებლობებს შავ ზღვაში, მაგალითად, კონფიდენციალური არ არის, რომ მათ ყავთ წყალქვეშა ნავები, ზრდიან თავიანთ სარაკეტო შესაძლებლობებს, ასევე აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე მაშინაც კი, თუ ჩვენ მშვიდობიან მდგომარეობაში ვართ, არის კონკურენტუნარიანი გარემო და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას. მეორე მხრივ, ჩვენ ვაჩვენებთ მათ, რომ გვაქვს იგივე შესაძლებლობები – ტაქტიკური ცოდნა, უნარები, ასევე აღჭურვილობა და ვართ თავდაჯერებული, რომ შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი გამოწვევა და საფრთხე, რომელიც წამოვა ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან.

მე მჯერა, რომ საზღვაო სიტუაციაში ჩვენ სწორ პოზიციაში ვდგავართ. ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებული თავისუფალი ქვეყნების და ასევე ძლიერი პარტნიორების, საქართველოსა და უკრაინის მეშვეობით შევძელით დაგვებალანსებინა სიტუაცია საჭადრაკო დაფაზე და გამოწვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ყველა ჯგუფის მეშვეობით, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ზღვებში, დემონსტრირებას ვახდენთ, რომ ნატო-ს გაანალიზებისა და რისკებზე სათანადო პასუხის გარეშე რუსეთი ვერ გააკეთებენ იმას, რაც უნდათ“, – განაცხადა ჰერვე ბლეჟანიმ.