ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

„მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში. ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა გააგრძელონ. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.