ნატო-მ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა
ნატო-მ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა

ნატო-მ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მოკავშირეების შეთანხმება თურქეთთან, რომელიც გეგმას ვეტოს ადებდა.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმება გარღვევად შეფასდა, რადგან თურქეთი გეგმის ძალაში შესვლამდე, ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ მხარდაჭერას ითხოვდა.

ნატო-ს ლიდერებმა თავდაცვის გეგმაზე შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მიაღწიეს, მაგრამ მის ამოქმედებას ანკარა ბლოკავდა.

ნატო-ს თავდაცვის გეგმები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ლიეტუველმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ეძებენ უფრო ძლიერ საჰაერო თავდაცვას და მოკავშირე ძალების უფრო სწრაფად განლაგებას კრიზისის შემთხვევაში.

თურქეთის ხელისუფლება ვეტოს იყენებდა, რადგან სურდა, რომ ნატო-ს „სახალხო დაცვის შენაერთი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ეღიარებინა, თუმცა მოთხოვნა ალიანსის მხრიდან შეუსრულებელი დარჩა. თურქეთის ხელისუფლება „სახალხო დაცვის შენაერთს“ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიულ განშტოებად მიიჩნევს.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.

დატოვე კომენტარი