ნატო-მ ერაყში სამხედრო სწავლებები დროებით შეაჩერა
ნატო-მ ერაყში სამხედრო სწავლებები დროებით შეაჩერა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერაყში სამხედრო სწავლებები დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც დილან უაითმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, დროებით შეჩერდება მხოლოდ სამხედრო სწავლებები.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარკ ესპერთან.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაციამ გამოიწვია. 3 იანვარს, დილის საათებში ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა, რა დროსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი, ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. საჰაერო შეტევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.