ნატო-მ და მონტენეგრომ ალიანსში ინტეგრაციის დასრულების დეკლარაცია გააფორმეს
ნატო-მ და მონტენეგრომ ალიანსში ინტეგრაციის დასრულების დეკლარაცია გააფორმეს

ნატო-მ და მონტენეგრომ ალიანსში ინტეგრაციის დასრულების დეკლარაცია გააფორმეს. შეთანხმებას ხელი ტრანსფორმაციის საკითხებში ნატო-ს სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ანდრე ლანატამ და მონტენეგროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, დრაგუტინ დაკიჩმა მოაწერეს.

დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია პოდგორიცაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს დელეგაციის წევრებმა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დუშკო მარკოვიჩმა, ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა, პრედრაგ ბოშკოვიჩმა.

მონტენეგროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, დრაგუტინ დაკიჩმა თქვა, რომ არმიის რეფორმა, გადაიარაღება და მოდერნიზაცია გრძელდება. მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად 2017 წლის 5 ივნისს გახდა.