ნატო-მ ​ბოსნია და ჰერცოგოვინას შესაძლოა, პირველი წლიური ეროვნული პროგრამა მიანიჭოს
ნატო-მ ​ბოსნია და ჰერცოგოვინას შესაძლოა, პირველი წლიური ეროვნული პროგრამა მიანიჭოს

ნატო-მ ​ბოსნია და ჰერცოგოვინას შესაძლოა, პირველი წლიური ეროვნული პროგრამა მიანიჭოს. გადაწყვეტილებას 4-5 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღებენ.

ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ვიმედოვნებ, მინისტრები დათანხმდებიან და მზად ვიქნებით, დავამტკიცოთ პირველი ეროვნული წლიური პროგრამა ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის. თავად ამ ქვეყანამ გადაწყვიტოს, გამოიყენებს თუ არა ამ შესაძლებლობას. თუმცა, ჩვენ მინისტრების თანხმობას ველოდებით, მზაობას ასეთი პროგრამისთვის“ – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბოსნია და ჰერცოგოვინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.