ნატო ჩხეიძე - ზაზა ოქუაშვილი დაბრუნდება, როდესაც ეს საჭირო იქნება, თუნდაც გამოკითხვისთვის
ნატო ჩხეიძე - ზაზა ოქუაშვილი დაბრუნდება, როდესაც ეს საჭირო იქნება, თუნდაც გამოკითხვისთვის

ზაზა ოქუაშვილი დაბრუნდება საქართველოში, როდესაც ეს საჭირო იქნება, თუნდაც გამოკითხვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისი თქმით, ოქუაშვილის დაბრუნება საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირში არ იქნება. ეს განცხადება ნატო ჩხეიძემ ფინანსთა სამინისტროსთან აქციაზე იქამდე გააკეთა, ვიდრე პროკურატურის მიერ ოქუაშვილის დაბარებაზე განცხადება გავრცელდა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.