ნატო ჩხეიძე - სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, დაახლოებით ისე, კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან
ნატო ჩხეიძე - სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, დაახლოებით ისე, კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად მოემზადა საქართველოში ჩამოსასვლელად.

ნატო ჩხეიძის შეფასებით, სააკაშვილი მოემზადა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც კი.

„ჩვენ ყველა ვხედავთ და ვიცით, როგორი ამორალური ზნეობის ხელისუფლება ჰყავს ახლა საქართველოს, ცხადია, მანაც ეს იცოდა. ვფიქრობ, ყველანაირად მოემზადა აქ ჩამოსასვლელად, არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც კი. აი, დაახლოებით კოსმონავტები რომ მიდიან ხოლმე კოსმოსში და წვრთნას გადიან, რათა იმ არაადამიანურ პირობებს შეაგუონ საკუთარი სხეული ფიზიკურად და ფსიქოლოგიაც.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი წვრთნა დიდი ხანია, დაიწყო, რადგან სხვანაირად იმ გარემოებას, რა გარემოებაშიც ახლა მოაქციეს, ვერანაირად ვერ გაუძლებდა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.