ნატო ჩხეიძე - რას არ იტყვის Homo Sapiens-ის ენა, რომ პირადი ინტერესებით გამოწვეული ნაადრევი კომპრომისი როგორმე გაამართლოს, რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს უხეირო დემაგოგობა მამუკა ხაზარაძეს
ნატო ჩხეიძე - რას არ იტყვის Homo Sapiens-ის ენა, რომ პირადი ინტერესებით გამოწვეული ნაადრევი კომპრომისი როგორმე გაამართლოს, რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს უხეირო დემაგოგობა მამუკა ხაზარაძეს

ეჰ, ბატონო მამუკა, ეჰ… რას არ მოიფიქრებს ადამიანის გონება და რას არ იტყვის Homo Sapiens-ის ენა, რომ სავარაუდოდ პირადი ინტერესებით გამოწვეული ნაადრევი და ოპოზიციასთან შეუთანხმებელი კომპრომისი როგორმე გაამართლოს, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნატო ჩხეიძე აღნიშნავს, მამუკა ხაზარაძე დემაგოგიურ განცხადებას აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა ანტიდასავლური განწყობის გაღვივებაა.

„სერიიდან: ჩვენი ყოფა, წუთისოფელი. „მთავარი არხის“ ეთერში ოპოზიციონერი დეპუტატი ბნ ხაზარაძე გულმოსული ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმოუწერლობა, თუ ხარ პროდასავლური პარტია, არის ანტიდასავლური განწყობის გაღვივებაო. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს უხეირო დემაგოგობა ბ-ნ ხაზარაძეს?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ და შესაბამისად ბლოკში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, დოკუმენტზე ხელმოწერა-მოუწერლობაც განიხილება. დიახ, არის მოსაზრება, რომ შესვლის შემთხვევაში ხელი არ მოეწეროს მიშელის დოკუმენტს. კი, მოსაზრებათა შორის ეს ვერსიაც არსებობს. ისე გაუგულისებია ამ ვერსიის არსებობას და შესაძლო შესრულებას, უკვე ხელმომწერი ოპოზიციონერი და ისე დამფრთხალა, რომ ენმ-ის ხელმოწერის გარეშე მართლა და საბოლოოდ მიეკერება ის იარლიყი, რაც ხელმოწერის დღიდანვე აეკრათ, რომ ესაო, ისაო, ხელმოუწერლობაო, „ანტიდასავლური განწყობის გაღვივებააო“ – გვარწმუნებს თუ გვიკიჟინებს, მსმენელმა თავად განსაჯოს.

ეჰ, ბატონო მამუკა, ეჰ… რას არ მოიფიქრებს ადამიანის გონება და რას არ იტყვის Homo Sapiens- ის ენა, რომ სავარაუდოდ პირადი ინტერესებით გამოწვეული ნაადრევი და ოპოზიციასთან შეუთანხმებელი კომპრომისი როგორმე გაამართლოს. ეს რა თქვა, – ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და „ნაცებიო“… „ნაცების“ ანტიდასავლურობას „ქოცებიც“ კი ვერ დაიჯერებენ, აბაა, თვით „ქოცებიც“ კი, და სხვაზე ვისზეა ნეტავ გათვლილი ეს უხეირო დემოგაგია, ა?..“, – წერს ჩხეიძე.